კომპანია Strategy, რომელიც ბიტკოინის ყველაზე მსხვილი კორპორაციული ინვესტორია, აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ყველაზე მეტად “გაშორტილ” (shorted) აქციად იქცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ ფსონს ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მეტი ტრეიდერი დებს.
ეს მოვლენა ბაზრის მხრიდან უკიდურეს პესიმიზმზე მიუთითებს, რაც Strategy-ის ფინანსურ ანგარიშს უკავშირდება, სადაც ბიტკოინის გაუფასურების გამო დიდი არარეალიზებული ზარალი ფიქსირდება.
საქმე ისაა, რომ Strategy-ის ერთადერთი რეალური ბიზნესი ვალის სანაცვლოდ ბიტკოინის ყიდვაა, ხოლო თავად ამ ვალის გასტუმრებასთან დაკავშირებით არსებობს საფუძვლიანი რისკები, რადგან კომპანიას ანგარიშზე 718,000-მდე ბიტკოინი აქვს, შესყიდვის საშუალო ფასი კი 76,000 დოლარია. მაშინ, როდესაც ბიტკოინი ამ ფასზე დაბლაა, როგორც ახლა, კომპანია არარეალიზებულ ზარალზე იმყოფება. თუკი ბიტკოინის ფასი მომავალში უფრო მეტად შემცირდება, კომპანიას ვალების გასასტუმრებლად ბიტკოინის ზარალზე გაყიდვა მოუწევს, რაც ბიტკოინის გაუფასურების პროცესს უფრო მეტად დააჩქარებს, თავად ეს სპირალი კი Strategy-ის დეფოლტამდე და გაკოტრებამდე მიიყვანს.
აი, სწორედ ამ რისკების გამო, ტრეიდერები უოლ-სტრიტზე ფიქრობენ, რომ უახლოეს მომავალში Strategy-ის შეფასება დაეცემა.




























