კრიპტოაქტივების უმსხვილესმა კორპორაციულმა მფლობელმა Strategy-მ (ყოფილი MicroStrategy) გასული კვირის განმავლობაში $216 მილიონის ღირებულების ბიტკოინი გაყიდა, რაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში კომპანიის ბალანსზე არსებული კრიპტოვალუტის უმსხვილესი ლიკვიდაციაა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნაბიჯი ივნისის ბოლოს წარდგენილი ახალი კაპიტალის ჩარჩოს ნაწილია, რომელიც ნაღდი ფულის რეზერვების შესავსებად და პრივილეგირებული აქციების დივიდენდების დასაფარად ბიტკოინის ეტაპობრივ რეალიზაციას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, მაიკლ სეილორის ხელმძღვანელობით, კომპანიამ ბიტკოინის შესყიდვა 2020 წელს დაიწყო და ამჟამად ის $52 მილიარდის ღირებულების კრიპტოვალუტას ფლობს, რაც ბაზარზე არსებული მთლიანი ბიტკოინის დაახლოებით 4%-ს შეადგენს. და მაინც, კრიპტობაზარზე არსებული დაღმავალი ტენდეცნიის გამო, Strategy-ის ვალდებულებების გადასაფარად ბიტკოინის გაყიდვა უწევს.
მიუხედავად ამ ტრანზაქციის, სეილორი აცხადებს, რომ კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგია უცვლელია და Strategy ისევ გააგრძელებს ბიტკოინს შესყიდვას.




























