მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა მაღალი რისკის ქვეყნებთან არის კავშირში – თენგიზ ცერცვაძე

5e6e4d8cde9b8
დავით ჯალაღონია
15.03.20 19:44
2655
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, კორონავირუსის დღეს დადასტურებული სამი ახალი შემთხვევა მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთან არის დაკავშირებული, თუმცა კონკრეტულად, რომელ ქვეყნებთან, ამის შესახებ არ საუბრობს.

მისი ინფორმაციით, ამ სამი პაციენტიდან, ერთი მამაკაცია, ორი – ქალბატონი.

"ამჟამად 33 ინფიცირებულია, ანუ სამი დაემატა. ესენი არიან საშუალო ასაკის პირები – ერთი მამაკაცი და ორი ქალბატონი. სამივე მათგანი კონტაქტში იყო უცხოელებთან, მაღალი რისკის ქვეყნებიდან და ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმ იმედისმომცემ სიტუაციას, როცა საქართველოში არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიდა გადაცემა, როდესაც დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ მან არ იცის, თუ ვისგან დაინფიცირდა. მაგალითად, შეიძლება პიროვნება გავიდეს მაღაზიაში, ქუჩაში, საქმეზე და შემდეგ აღმოჩნდეს ინფიცირებული. ეს მდგომარეობა უფრო სერიოზულია და გარკვეულ შემდეგ საპასუხო ტაქტიკას მოითხოვს, შემდგომი საპასუხო ღონისძიებებისა. საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ასეთი არ არის. ამ სამივე ადამიანმა იცის, ვისთან ჰქონდა კონტაქტი", – განაცხადა ცერცვაძემ.

მას არ დაუზუსტებია, აღნიშნული პირები თვითიზოლაციაში იყვნენ, თუ კარანტიში, თუმცა იზოლაციის ერთ–ერთი ფორმა ჰქონდათ გამოყენებული.

"ამ პაციენტებს არ აქვთ არაფერი კავშირი იმ ჯგუფებთან, რომლებზეც აქამდე გვქონდა საუბარი. უხერხულობა რომ არ შეიქმნას, ქვეყნებს ვერ გეტყვით. ისინი მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთან არიან კავშირში.

სამი პაციენტიდან ერთი ჩვენთან არის განთავსებული, ორი – სხვა მიმღებებში", – აღნიშნა მან.

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, დღეს კიდევ დამატებით 9 ავადმყოფის მასალაა აღებული, რომელთა პასუხი დღეს, გვიან ღამე იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები