მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კრედიტინფო საქართველოს“ დირექტორი: საქმე სახარბიელოდ ნამდვილად არ გვაქვს

6015b7d39bfcc
თათია ჩაფიჩაძე
31.01.21 09:45
1323
ამ დროისთვის, „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებელი 2%-ია. როგორც "კრედიტინფოს" გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე გომიაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, დეფოლტის მაჩვენებლის რეალური სურათი გაზაფხულზე გამოჩნდება, როცა ბანკების მიერ გადავადებული სესხების ვადა ამოიწურება.

„2020 წელი საკმაოდ რთული იყო; წლის დასაწყისიდან დაკრედიტება შემცირდა, განსაკუთრებით მეორე კვარტალში; მესამე კვარტლიდან აჩქარდა, თითქმის დაუბრუნდა წინა წლის ნიშნულს, თუმცა მეოთხე კვარტალში ისევ დაიწყო კლება. აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ ეროვნულმა ბანკმა პანდემიიდან გამომდინარე, რეგულაციები შეარბილა. ამის გათვალისწინებით, გამოდის, რომ შემსუბუქების პირობებშიც კი, მაჩვენებლები მცირედით ჩამორჩებოდა გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს, ამიტომ სახარბიელოდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს.

რაც შეეხება სესხების ვადაგადაცილებებს, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი - ერთი ის, რომ 2019 წლიდან პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემოღებამ შეამცირა დაკრედიტება, განსაკუთრებით მცირე სესხების გაცემა; ასევე, შარშან ეროვნული ბანკის შუამდგომლობით და ბანკების ძალისხმევით მოხდა დიდი რაოდენობით სესხების გადავადება, რამაც დადებითობის მაჩვენებელზე გავლენა იქონია. ამდენად, ნამდვილი სურათი გამოჩნდება რესტრუქტურიზაციის ვადის გასვლის და ეკონომიკის გახსნის შემდეგ, სავარაუდოდ, 2021 წლის გაზაფხულისთვის“, - განაცხადა გომიაშვილმა.

ამ დროისთვის „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში 4 მლნ 300 ათასამდე აქტიური სესხია, რომელიც 1.8 მლნ ფიზიკურ პირს და 17ათასს იურიდიულ პირზე ნაწილდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები