მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფინანსო სექტორი დაკრედიტებისას ფულადი გზავნილების შესახებ მონაცემებს აქტიურად იყენებს - "კრედიტინფო"

სესხი ლარი

„კრედიტინფო საქართველოში“ აცხადებენ, რომ საფინანსო სექტორი მსესხებლების შემოსავლის შესაფასებლად ფულადი გზავნილების შესახებ მონაცემებს უკვე აქტიურად იყენებს.

როგორც „კრედიტინფოს“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა „საქმის კურსის“ ეთერში აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მათ ბაზაში ფულადი გზავნილების შესახებაც დაემატა ინფორმაცია, საფინანსო ორგანიზაციები მსესხებლის შესახებ მონაცემებს უფრო მარტივად ამოწმებენ. შესაბამისად, მსესხებლები უფრო მარტივად ადასტურებენ შემოსავალს და ამ მიმართულებით დაკრედიტების პროცესიც გამარტივდა.

ლაშა ბაღათურიას განცხადებით, „კრედიტინფოს“ სისტემაში ქვეყანაში გადმორიცხული ფულადი გზავნილების დიდი ნაწილის შესახებ მონაცემები უკვე თავმოყრილია.

„უკვე ერთი წელია, რაც საკრედიტო ბიურომ ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყო და ამ დროისთვის ჩვენს ბაზაში 900 ათას სუბიექტზე და დაახლოებით 7 მილიონი გზავნილის შესახებაა ინფორმაცია. ბევრმა საფინანსო ორგანიზაციამ დაკრედიტების პროცესში ამ მონაცემების გამოყენება აქტიურად დაიწყო. შესაბამისად, ვისაც ფულადი გზავნილები აქვს, მას შემოსავლის დადასტურება სწორედ ჩვენი სერვისის საშუალებით შეუძლია. მომხმარებელს უკვე აღარ უწევს ფურცლებისა და ქვითრების ტარება, რადგან ყველაფერი ცენტრალიზებულად, ერთ ადგილასაა თავმოყრილი“, - განაცხადა ლაშა ბაღათურიამ.

ცნობისთვის, 2023 წლის მარტიდან ყველა საკრედიტო რეგულირებადი ორგანიზაცია ვალდებულია, რომ უცხოეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია „კრედიტინფო საქართველოს“ მიაწოდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები