მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრემლში აცხადებენ, რომ კიევმა უპილოტო საფრენი აპარატით კრემლზე იერიში მიიტანა

64525a6ab3984
გიგა ბენია
03.05.23 17:01
2808
კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა. რუსეთი პუტინის მკვლელობის მცდელობაში უკრაინას ადანაშაულებს.

"დღეს ღამით, კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტის კრემლის რეზიდენციაზე იერიში სცადა. ორი უპილოტო საფრენი აპარატი კრემლისკენ იყო მიმართული, თუმცა მათი მწყობრიდან გამოყვანა თავდაცვის ძალებმა შეძლეს", - აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

რუსეთი უკრაინას ტერორიზმში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ რუსეთი საპასუხო ზომებს გასცემს. ამასთან, მოსკოვის ინფორმაციით, იერიშის დროს რეზიდენციაში პუტინი არ იმყოფებოდა. ის მოსკოვის მახლობლად, ნოვო ოგარიოვოს რეზიდენციაში მუშაობდა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც კრემლის თავზე კვამლი ჩანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები