მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კრიპტოაქტივების ღირებულება იზრდება – რა არის მიზეზი?

ბიტკოინი

საფონდო ბირჟების რეკორდული აღმასვლის ფონზე, კრიპტოაქტივების შეფასება იზრდება – დღეს ბიტკოინის ფასმა 66,500 დოლარს მიაღწია, რაც ერთ კვირაში 6.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

8%-იანი ზრდა აქვს ეთერიუმს, რომელიც თითქმის 1,800 დოლარად ივაჭრება, ხოლო სხვა მსხვილ აქტივებთან მიმართებით ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 10%-ის ფარგლებშია.

კრიპტოინდუსტრიის მიმართ ინვესტორების განწყობის გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებასთან და ნავთობის გაიაფებასთან, რომელიც ინფლაციურ ზეწოლას ამსუბუქებს და ცენტრალურ ბანკებს მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრებისაკენ აღარ უბიძგებს.

ასეთ დროს, ბაზარზე რისკის მიმართ აპეტიტი იზრდება, რაც ტექნოლოგიური კომპანიების, კრიპტოაქტივების და სხვა მსგავსი ტიპის აქტივების ზრდას იწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები