მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კრიპტობირჟა აღმასვლას დაუბრუნდა

ბიტკოინი

მკვეთრი ვარდნის შემდეგ, კრიპტობირჟაზე აღმასვლის ტენდენცია დაბრუნდა. ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის ფასი 69,600 დოლარს აღწევს, რაც ერთკვირიან პერიოდში 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გაზრდილია ეთერიუმის ფასიც, რომელიც ამჟამად 2,100 დოლარად ივაჭრება, რაც 10%-იან ზრდას წარმოადგენს.

საერთო ჯამში, ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შედეგად გამოწვეული კორექცია სრულად კომპენსირებულია და ბაზარი პარასკევის საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, კრიპტობირჟის აღდგენა ნეგატიური სენტიმენტის შესუსტებით არის განპირობებული, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და აშშ-ის პროგრესს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები