მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტობირჟა BITTREX-მა ოპერირება შეწყვიტა

bittrex

საერთაშორისო კრიპტობრიჟა Bittrex-მა ოპერირება ოფიციალურად შეწყვიტა, მომავალ თვეს პლატფორმა საბოლოოდ დაიხურება და მომხმარებელი მომსახურების მიღებას ვეღარ შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ Bittrex-მა გაკოტრების შესახებ ჯერ კიდევ მაისში განაცხადა და ამ დრომდე ის შეზღუდული უფლებამოსილებით ოპერირებდა.

კომპანიის წარმომადგენლობის განცხადებით, Bittrex-ის გაკოტრება პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ რეგულაციებთან და კრიპტოკომპანიების მიმართ არსებულ ნეგატიურ დამოკიდებულებასთან.

საქმე ისაა, რომ აპრილში საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) კრიპტობირჟის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გარდა ამისა, გასულ წელს ფედერალურმა სახაზინო დეპარტამენტმა Bittrex-ი 24 მილიონი დოლარით დააჯარიმა, რაც ინდუსტრიის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელი იყო. დაჯარიმების მიზეზად აშშ-ის მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევა და არალეგალური ტრანზაქციების განხორციელება დასახელდა.

ამჯერად საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია Bittrex-ს ფულის გათეთრებაში და სალიცენზიო პირობების დარღვევაში ედავება, ამ ყველაფრის ფონზე კი ამერიკელი მომხმარებელი Bittrex-ის ანგარიშებს ხურავს და კრიპტობირჟის გამოყენებას წყვეტენ.

გარდა ზემოხსენებული ჯარიმისა, გასულ წელს მარეგულირებელმა Bittrex-ი დამატებით 5 მილიონი დოლარით დააჯარიმა, ამ შემთხვევაში სანქციის მიზეზი AML და KYC სტანდარტების დარღვევა იყო.

Bittrex-ის განცხადებით, კრიპტობირჟა სრულ შესაბამისობაშია ამერიკულ კანონმდებლობასთან და მისი მეშვეობით სანქციების გვერდის ავლა არ ხდება, თუმცა ამერიკის მთავრობა აქტიურად ცდილობს ბირჟის შეზღუდვას, ამიტომაც Bittrex-ის ხელმძღვანელობა ქვეყნის ბაზრიდან საბოლოოდ გასვლის გადაწყვეტილებას იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები