აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გადახდისუუნაროდ გამოცხადებული კრიპტობირჟა Gemini მომხმარებლებს 1 მილიარდ 100 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს უკან დაუბრუნებს.
გარდა ამისა, Gemini-ს მარეგულირებელი ორგანოსთვის 37 მილიონი დოლარის ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა, რადგან მან სათანადოდ ვერ უზრუნველყო რისკების დაზღვევა, რითაც უხეშად დაარღვია აშშ-ის კანონმდებლობა.
აღნიშნული კრიპტობირჟის მიღმა მილიარდერი ამერიკელი მეწარმეები, ძმები ვინკელვოსები დგანან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ Facebook-ის იდეა მათი მოგონილი იყო და მარკ ცუკერბერგმა ის სტუდენტობისას მოიპარა.