მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოპროექტ TERRA/LUNA-ს დამფუძნებელი დააკავეს

641d4f34ba17a
გიორგი თოლორდავა
24.03.23 11:23
3003
გაკოტრებული კრიპტოპროექტის, Terra/Luna-ს დამფუძნებელი, დო კვონი მონტენეგროში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებული სამხრეთ კორეელი ბიზნესმენი, დო კვონი, რომელსაც ბრალად ედება მასშტაბური თაღლითური სქემის ორკესტრირება და მომხმარებლების თითქმის 50 მილიარდი დოლარით დაზარალდება.

პოლიციის განმარტებით, დო კვონი პოდგორიცის აეროპორტში ყალბი დოკუმენტებით ცდილობდა ბირლეთის შეძენას და ქალაქის დატოვებას, თუმცა მესაზღვრეებმა მისი იდენტიფიცირება შეძლეს და ის ადგილზევე დააკავეს.

დო კვონს უკვე თითქმის ნახევარი წელია ინტერპოლი ეძებს, ის თავს სხვადასხვა ქვეყნებს აფარებდა და პერიოდულად საცხოვრებელ ადგილებსა და იდენტობას იცვლიდა.

Terra/Luna-ს კოლაფსი კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა იყო, რომელმაც რამდენიმე მილიონ მომხმარებელს მიაყენა ზიანი. სამხრეთ კორეის სასამართლოს დასკვნით, Terra/Luna თავისი არსით ფინანსური პირამიდა იყო, მისი დამფუძნებლები კი - თაღლითები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები