მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კრიპტოვალუტა - პონცის სქემაა” - ჯეიმი დაიმონი

ჯეიმი დაიმონი / ბიტკოინი

მსოფლიოს უდიდესი ბანკის, ამერიკული JPMorgan Chase-ის გენერალური დირექტორი, ჯეიმი დაიმონი ერთ-ერთი ის ცნობილი და გავლენიანი ადამიანია, რომელიც კრიპტოვალუტებში ღირებულებას ვერ ხედავს. როგორც ბანკირმა ცოტა ხნის წინ, Bloomberg-თან საუბრისას განაცხადა, კრიპტოვალუტა - პონცი სქემაა, ანუ ადამიანები ციფრული აქტივების ვალუტებად გამოყენებას ვერ შეძლებენ. საპირწონედ ამისა, ჯეიმი დაიმონის შეფასებით ბლოკჩეინი და ბლოკჩეინზე დაშენებული ე.წ. “ჭკვიანი კონტრაქტები”, შესაძლოა, მართლაც ღირებულ აქტივად იქცეს.

ამერიკული Bloomberg-ის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ბანკირი კრიპტოზე, ჯეიმი დაიმონი ასე პასუხობს: “თუ კრიპტოში ბიტკოინს გულისხმობთ, ყოველთვის ვამბობდი, რომ ის თაღლითობაა. თუ ადამიანები ფიქრობენ, რომ ის ვალუტაა, მაშინ აზრი არ აქვს, რადგან ის - პონცის სქემაა. თუმცა თუ არსებობს კრიპტოვალუტა, რომელსაც რაღაცის გაკეთება შეუძლია, მაგალითად, ჭკვიანი კონტრაქტის დახმარებით, მაშინ ის ღირებულებას შექმნის. ჭკვიანი კონტრაქტები იქნება და ბლოკჩეინი მუშაობს, ანუ კრიპტოში თუ ბლოკჩეინს ვგულისხმობთ, მაშინ კი, შესაძლოა, ის ღირებული იყოს”.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯეიმი დაიმონი ერთადერთი გავლენიანი ფინანსისტი არ არის, რომელიც კრიპტოვალუტების მიმართ უარყოფითად არის განწყობილი. ასე ფიქრობს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის, Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე უორენ ბაფეტიც, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ მიმოქცევაში არსებულ ყველა ბიტკოინში ერთად $25-აც არ გადაიხდიდა, რადგან ამ აქტივს, მისი შეფასებით, ღირებულება არ აქვს, ხოლო მისი ფასი იმაზე არის დამოკიდებული, თუ რამდენის გადახდა სურს მის სანაცვლოდ ბაზრის სხვა მონაწილეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები