პორტუგალიელ ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს სასამართლოში უჩივლეს. სარჩელის ავტორი უცნობია, თუმცა 27 ნოემბერს აშშ-ს შტატ ფლორიდის სასამართლოში დარეგისტრირდა საქმე, რომელიც კრიპტოვალუტის სავაჭრო სისტემა Binance-სს უკავშირდება.
როგორც სარჩელშია ნათქვამი, რონალდუ Binance-ის კოორდინაციით, რეკლამირებას უწევდა და აქტიურად იყო ჩართული ფასიანი ქაღალდების გაყიდვაში.
შეგახსენებთ, რონალდუ და Binance თანამშრომლები NFT-ის სფეროში გახდნენ და შეთანხმებას 2022 წლის ზაფხულში მიაღწიეს. “ალ-ნასრის” შემტევის წყალობით, სავაჭრო პლატფორმის პოპულარობა ძალიან გაიზარდა და სოციალურ ქსელებში გამომწერთა საერთო რაოდენობამ 850 მილიონს მიაღწია.
ცნობისთვის, რონალდუსგან ზარალისა და ლეგალური ხარჯების ანაზღაურებას ითხოვენ.