მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიზისიდან გამოსავალი არის, რაც შეიძლება მეტი ფულის ჩატოვება ხალხში - ზურაბ ჭიაბერაშვილი

5edb79e71bb8f
BM.GE
06.06.20 15:13
906
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი გუშინ, ეკონომიკის მინისტრთან დეპუტატების შეხევდრის შემდეგ სოციალურ ქსელში, თუ როგორ ხედავენ შექმნილ კრიზისს და რა მიაჩნიათ გადაჭრის საუკეთესო გზად, მათ პოზიციას აქვეყნებს.

"ძირითადი ეკონომიკური პრობლემა, როგორც ამას "ევროპულ საქართველოში" ვხედავთ, არის მოთხოვნის შოკი. ადამიანურ ენაზე ეს ნიშნავს შემდეგს:

გაიხსნა მაღაზიები, საწარმოები, ბიზმესი თითქოს ამოძრავდა. ამის მიუხედავად, ყველა აღმოაჩენს, რომ პროდუქტის თუ მომსახურების გაყიდვა არის იმაზე გაცილებით ნაკლები, ვიდრე ეს იყო თებერვალში.

ნაკლებს დახარჯავს არა მხოლოდ ის, ვინც სამსახური დაკარგა ან შემოსავალი შეუმცირდა, არამედ ისიც, ვისაც შემოსავალი, ერთი შეხედვით, არ დაკლებია. ეს უკანასკნელი ნაკლებს დახარჯავს იმიტომ, რომ არ იცის, რა იქნება ხვალ, უფრო სწორად (ჯერ) არ აქვს უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი.

[კრიზისის სიღრმე და ხანგრძლივობა შეიძლება ჯერ საკმარისად არაა გააზრებული თავად ბიზმნეს-წრეებშიც. ყოველი მომდევნო კვირა გაზრდის შფოთვას.] რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობას უამრავი სხვა პრობლემა მოყვება, პირველ რიგში, სოციალური, როდესაც ათიათასობით ოჯახი უკვე არის შიმშილის ზღვარზე.

გამოსავალი არის, რაც შეიძლება მეტი ფულის ჩატოვება ხალხში, რომ მოთხოვნის შოკი თანდათან დაიძლიოს, ხალხურად რომ ვთქვათ, "ხალხში ფული დატრიალდეს".

"ევროპული საქართველოს" აზრით, ეს უნდა განხორცილედეს ორი გზით: (ა) გადასახადების (საშემოსავლო, აქციზი, ქონება) დაწევით და გარკვეული პერიოდით განულებითაც კი (პლუს საპენსიო შენატანის დროებით შეჩერება); და (ბ) ფულის პირდაპირი დარიგებით ე.წ. "ვერტმფრენიდან გადმოყრის" პრინციპით (პლუს საპენსიო დანაზოგის გატანის უფლების მიცემით).

ეს ეფექტურიცაა (ხალხში ფული რჩება და პლუს თავად ხალხი განსაზღვრავს რაში და რამდენი დახარჯოს, ბიზნესი კი ერგება მოთხოვნას), სამართლიანიც და არაა კორუფციის რისკი.

[შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა კვლევებმა იმის თაობაზე, როგორ იმუშავა $1200-იანმა პირდაპირმა დახმარებამ, აჩვენა, რომ რაც უფრო დაბალშემოსავლიან, უდანაზოგო მოქალაქეებს ეხმარება მთავრობა პირდაპირ ქეშით, მით მალე ბრუნდება ის ფული მიმოქცევაში და ამოძრავებს ეკონომიკას.]

"ქართული ოცნება" მიდის სხვა გზით: გადასახადებს კრეფს ყველასგან (არად ყველას უჭირს) და მერე ასუბსიდირებს ცალკეულ სექტორებს (ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა) და ყველაზე მაღალშემოსავლიან ჯგუფებს (მაგალითდ, ვისაც დღეს შეუძლია იპოთეკური სესხის აღება და თან არ ეშინია ამის).

"ქართული ოცნების" მიდგომა

▪️უსამართლოა: უჭირს ყველას, ამორჩევით ეხმარები ნაწილს. რატომ?
▪️არაეფექტურია მოკლევადიანად (ეკონომიკაში ფულის ჩაბრუნების თვალსაზრისით) და გრძელვადიანად (რა ვიცით, რომელი სექტორები იქნება კონკურენტუნარიანი პოსტ-კრიზისულად?)


"ქართულ ოცნებას" ახასიათებს ყველა მთავრობისათვის დამახასიათებელი ტრადიციული შიში: კი ვიცით, რომ გადასახადების დაწევა შედეგს მოიტანს, მაგრამ როდის დავინახავთ ეფექტს? (აგერ, არჩევნები კარზეა მომდგარი). ამასთან, გადასახადების შემცირების დროს მოსარგებლე ანონიმურია, უპიროვნოა, კონკრეტულად ვერ ხედავ და მხოლოდ ეკონომიკური კანონზომიერების იმედზე ხარ.

რა გზითაც "ქართული ოცნება" მიდის, მისი უსარგებლო პროგრამების ბენეფიციარებს კონკრეტული სახე აქვთ, კონკრეტული კომპანიების სახელები (მერე პარტიულ ყულაბაში კონკრეტული შემომწირველები), რაც მთავრობის წევრებსვე უჩენს განცდას, რომ დახმარება რეალურია, ხელშესახებია, კონკრეტულია.

სამწუხაროდ, ეს შედეგს ვერ მოიტანს. მომდევნო კვირეები და თვეები ამას კიდევ უფრო ნათელს გახდის"-წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ჭიაბერაშვილი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები