მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კულტურის და სპორტის სამინისტრო კვლავ ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება - გახარია

5fe47b2fce6e3
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.20 15:25
1756
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, კულტურის და სპორტის სამინისტრო კვლავ დამოუკიდებელ უწყებად გამოიყოფა. ამის შესახებ მან პარლამენტში დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტა თებერვლისთვის მოხდება.

„ამ საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია - კულტურის და სპორტის სამინისტრო, როგორც იყო ადრე, განათლების სამინისტროდან გამოიყოფა. ეს დამოკიდებულია იმ საკანონმდებლო-სამართლებრივ პროცედურებზე, რომელიც აუციელებელია და ვფიქრობ, რომ თებერვლის თვეს ეს არ გადასცდება“, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაუქმების და მათი განათლების სამინისტროსთან გაერთიანების გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მიიღო. აღნიშნული ე.წ. მცირე მთავრობის ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა, როცა საქართველოში სამინისტროების რიცხვი 14-დან 11-მდე შემცირდა - კერძოდ, სპორტისა და კულტურის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო  - იუსტიციის სამინისტროს, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გაუქმდა და მისი ფუნქციები სამმა სხვადასხვა სამინისტრომ შეითავსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები