კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათი განმარტებით, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებულია რეგულაციები, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მოხდება საბაგიროს და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია, კონტროლდება მწვანე პასპორტი, დისტანციის დაცვა. მონიტორინგი ხორციელდება საბაგიროებით მგზავრობის პროცესშიც.
კურორტ გოდერძიზე ამჟამად უკვე გახსნილია და ფუნქციონირებს სასტუმროები, კოტეჯები. კურორტზე სამაშველო ჯგუფი აღიჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით.
ზამთრის საკურორტო სეზონის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა.