მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურორტ შოვში მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

ენერგო პრო ჯორჯია

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, კურორტ შოვში მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

"რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

ამ დროისთვის გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ტექნიკური ბრიგადები მზად ყოფნაში არიან.

როგორც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები", - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადამიანების ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.