ფინანსისტი ვასილ რევიშვილი ამბობს, რომ ლარზე მოთხოვნის შემცირება შეიძლება იწვევდეს ლარის კურსის ბოლოდროინდელ გამყარებას დოლართან მიმართებით.
რევიშვილი BMGtv-ის გადაცემაში "ანალიტიკა" ამბობს, რომ ლარის კურსის ახლა რომ არ იცვლება, ცუდი ეკონომიკის ცუდი ინდიკატორია.
"ტრადიციულად კურსს მხოლოდ დოლარს ვადარებთ. ნუ შევადარებთ მხოლოდ დოლარს და შევადაროთ სავაჭრო პარტნიორების ვალუტებს. დოლარი წლის დასაწყისიდან დაახლოებით 5%-ით არის გაუფასურებული. ლარს რომ შევხედოთ ევროსთან მიმართებით ეროვნული ვალუტა არ გამყარებულა. პრობლემა ის კი არ არის, რომ დოლარზე მოთხოვნა შემცირდა, არამედ ლარზე შემცირდა მოთხოვნა. ამიტომ მეპარება ეჭვი იმ 11%-იან ზრდაში [იანვრის ეკონომიკური ზრდა]. დოლარის მიწოდება ნამდვილად არ გაზრდილა და ეს ვიცით. შესაბამისად, თუ ლარის კურსი უცვლელია ან ოდნავ მყარდება, ეს შეიძლება იმის გამო იყოს რომ ლარზეც აღარაა მოთხოვნა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ლარის კურსის ახლა რომ არ იცვლება პირიქით ცუდი ეკონომიკის ცუდი ინდიკატორია", - ამბობს რევიშვილი BMGTV-ის ეთერში.
12 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 1.19 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7775 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.99 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0297 ლარი გახდა.
1.40 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5930 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.59 თეთრი შეადგინა.