მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების 12 000 სამხედრო შევიდა - აპტი ალაუდინოვი

სს

კურსკის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილემ, „ახმატის“ სპეცდანიშნულების მეთაურმა, აპტი ალაუდინოვმა განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების 12 000 სამხედრო შევიდა. მისივე თქმით, მათ შორის, ვინც კურსკის რეგიონში შევიდა, იყვნენ დაქირავებული პირებიც.

„ტერიტორიაზე შემოსულთა რაოდენობა, დაახლოებით 12 ათასი ადამიანია. ბევრი უცხოელი იყო, ინგლისური, ფრანგული მეტყველება ყველგან ისმოდა“, - თქვა მან ტელეკომპანია Rossiya-1-ის ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები