მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვერცხი სრულად აკმაყოფილებს უვნებლობის სტანდარტებს, დარღვევები არ დაფიქსირებულა - სესი

კვერცხი

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს კვერცხს უვნებლობის სხვადასხვა პარამეტრზე, მათ შორის სალმონელასა და ანტიბიოტიკებზე, როგორც საბითუმო და სარეალიზაციო ობიექტებში, ისე ადგილობრივ წარმოებებშიც - ამის შესახებ სააგენტო bm.ge-სთვის მიწოდებულ კითხვის პასუხში წერს.

საქმე ის არის, რომ ბოლო კვირებში დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მოქალაქეები სუპერმარკეტებში დახლზე კვერცხის რაოდენობის შემცირების შესახებ საუბრობენ. მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ქვეყანაში კვერცხის დეფიციტი არ არის და დახლებზე კვერცხის შემცირებული რაოდენობა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. მათ შორის იმპორტის კლებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს 2024 წლის მონაცემებით კვერცხით თვითუზრუნველყოფის 96%-იანი მაჩვენებელი აქვს. პარალელურად გავრცელებული ინფორმაციით მიზეზი კომპანიებში გავრცელებული დაავადებააცა, რომელმაც ნაწარმოები პროდუქცია შეამცირა.

სწორედ ინფორმაციაზე პასუხის მისაღებად დაუკავშირდა bm.ge სეს-ს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ კვერცხის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით ყოველწლიურად ხდება საზოგადოების ინფორმირება, ხოლო ბოლო წლებში კვერცხი სრულად აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს და დარღვევები არ დაფიქსირებულა.

2025 წლის ნოემბრის ჩათვლით ცხოველური წარმოშობის სურსათის მასალაში, მათ შორის კვერცხსა და სხვა პროდუქტებში, ვეტერინარული პრეპარატებისა (ანტიბიოტიკები) და სხვა დამაბინძურებელი ნარჩენების გამო, გამოიკვლიეს 1 264 ნიმუში, საიდანაც დარღვევა მხოლოდ 20 ნიმუშში გამოვლინდა. კვერცხში შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა.

სააგენტოში ხაზს უსვამენ, რომ ეს მონაცემები ადასტურებს კვერცხის მაღალ სტანდარტს და ადგილობრივი წარმოების პროდუქტების უსაფრთხოებას.

"სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებს კვერცხს უვნებლობის სხვადასხვა პარამეტრზე (სალმონელა, ანტიბიოტიკები) საბითუმო და სარეალიზაციო ობიექტებში და ასევე სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ადგილობრივ წარმოებებშიც. ასევე კვერცხის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით, ყოველწლიურად ხდება საზოგადოების ინფორმირება.

ბოლო წლებია კვერცხი სრულად აკმაყოფილებს უვნებლობის დადგენილ მოთხოვნებს და არ აღინიშნება დარღვევები.

2025 წლის ნოემბრის ჩათვლით ცხოველური წარმოშობის სურსათში ვეტერინარული პრეპარატებსა (ანტიბიოტიკები) და სხვა დამაბინძურებელ ნარჩენებზე გამოკვლეულია 1264 ნიმუში მათ შორის დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 20 ნიმუშში. კვერცხში შეუსაბამობები არ გამოვლენილა", - წერს სააგენტო.

კვერცხის იმპორტი 93%-ით შემცირდა - სად ვყიდულობთ?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები