მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტოსიახლეები

zzzxxxz

კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"


2024 წლის დასაწყისს სხვადასხვა ავტომწარმოებელი ახალი მოდელების ანონსით ხვდება. რამდენიმე ავტომობილს 2023 წელსაც ველოდით, თუმცა ავტოინდუსტრიის ზოგიერთმა გიგანტმა პრემიერები 2024 წელს გადაიტანა. რა დააანონსეს ავტომწარმოებლებმა, ის რაც 7 იანვრისთვის ვიცით….

ეჭვგარეშეა, რომ იაპონური ავტომწარმოებელი Mazda CX-7 ქროსოვერის მემკვიდრეს, CX-70-ს მიმდინარე თვეში წარადგენს… ყველა დეტალი ახალი ავტომობილის თაობაზე მის პრემიერაზე, 30 იანვარს გახდება ცნობილი. მოსალოდნელია, რომ CX-70, ბრენდის კიდევ ერთი ახალი მოდელის CX-90 ის პლატფორმაზე იქნება აწყობილი. მთავარი განსხვავება ინტერიერის განლაგება იქნება , რადგან Mazda CX-70-ს ექნება სავარძლების ორი რიგი, ხოლო CX-90-ს სავარძლების სამი რიგი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ახალ პროდუქტს ექნება უფრო ფართო სავარძლების მეორე რიგი, ასევე უფრო დიდი საბარგული.

სიახლეები აქვს Skoda-საც, რომელმაც განახლებული Octavia-ს პრემიერის თარიღი დაასახელა. კომპანიამ განახლებული Octavia-ს თიზერი გაგვიზიარა, რომლის მიხედვით ახალი მოდელი უფრო აგრესიულ ექსტერიერს და ტექნოლოგიურად განახლებულ პლატფორმას მიიღებს.გარეგნობის მთავარი ცვლილება ფარები იქნება, რომლებსაც დიაგონალური სექციები ექნება. ინტერიერში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ არის, მაგრამ ყველაზე სავარაუდო რესტაილირების სცენარი არის Octavia-ს ინტერიერის ახალი Superb-ისა და Kodiaq-ის შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც 2023 წლის ბოლოს იყო წარმოდგენილი. Superb-მა და Kodiaq-მა კი სალონში ორი მონოტორი მიიღეს, ვირტუალური ინსტრუმენტების პანელისთვის და მულტიმედიური სისტემისთვის, Smart Dials ჩაშენებული ეკრანებით. ახალი პროდუქტის შესახებ სხვა ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

Rimac სრულად ავტონომიური რობოტაქსების წარმოებას გეგმავს

ხორვატული ავტომწარმოებელი Rimac სრულად ავტონომიური რობოტაქსების წარმოებას გეგმავს. კომპანიამ, რომელიც ადრე ცნობილი იყო Nevera ელექტრო ჰიპერქარით, გადაწყვიტა შეესწავლა სხვა ბაზარი - თვითმართვადი რობოავტომობილების მიმართულება, ამისთვის მათ წამოიწყეს ახალი პროექტი Project 3 Mobility. გეგმის მიხედვით, პირველი საპილოტე პროექტი იქნება სრულად ავტონომიური რობოტაქსი, რომელიც 2026 წელს იქნება ხელმისაწვდომი. კომპანიის გეგმის მიხედვით, ის არა მხოლოდ განავითარებს სრულად ავტონომიურ მანქანას, რომელსაც შეუძლია მძღოლის გარეშე გადაადგილება, არამედ შექმნის ინფრასტრუქტურას.


პორშე ისევ ყველაზე სწრაფი ელექტრომობილია

პორშეს განვითარების ცენტრის ტესტდრაივერმა ლარს კერნმა ნიურბურგრინგის „ნორდშლაიფეზე“ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. Porsche Taycan-ის ახალი, სერიული წარმოების პროტოტიპით მან ლეგენდარულ სარბოლო ტრეკზე 7:07.55-წუთიანი წრე დააფიქსირა. ამ ოფიციალური შედეგით კი 2022 წლის აგვისტოს რეკორდი მთელი 26 წამით გააუმჯობესა. გასული წლის შედეგი ლარს კერნმა Performance-პაკეტით აღჭურვილი Taycan Turbo S Sport-ით აჩვენა. 7:07.55 წუთი, „ნორდშლაიფეზე“ სენსაციური მაჩვენებელია და იმას ნიშნავს, რომ „პორშე ტაიკანმა“ ელექტროჰიპერქარების შედეგს მიაღწია, Tesla Model S Plaid ის რეკორდი გაუმჯობესებულია.
Taycan არის პორშეს პირველი, სერიული, სრულად ელექტრიფიცირებული მოდელი, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობდა, რათა იდეალური სპორტული ელექტრომობილი მიეღო. 2019 წელს, როდესაც „პორშე ტაიკანი“ გამოჩნდა, ის მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ელექტრომობილი იყო 800-ვოლტიანი ბატარეით. ტაიკანს ერთი დამუხტვით 450 კმ-ის გავლა შეუძლია.

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოსვლა აიკრძალა - რა გამონაკლისი დაუშვა მთავრობამ?


1-ელი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, კანონის მიღების მიზეზი ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხია. ბიზნესის წარმომადგენლები რეგულაციის ამოქმედების გადავადებას ითხოვდნენ, თუმცა მთავრობამ ამაზე უარი თქვა. „ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე BM.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ განკარგულება გარკვეული დათქმებით შევიდა ძალაში.
„დათქმა არის ასეთი: ვინც 1-ელ დეკემბრამდე დატვირთა გემზე, ან ჩატვირთა კონტეინერში, მათთვის შეზღუდვები არ იმოქმედებს. ჩვენ ვითხოვდით, რომ შეზღუდვა არ გავრცელებულიყო მათზე, ვინც 1-ელ დეკემბრამდე შეიძინა ავტომობილი, თუმცა აქ გაჩნდა კიდევ ერთი საკითხი, რამდენად სარწმუნო იქნებოდა შესყიდვის დოკუმენტაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი ონლაინ ხორციელდება. შესაბამისად, ვინც 1-ელ დეკემბრამდე მოასწრო და ჩატვირთა გემზე ან კონტეინერზე, მათ შეღავათი შეეხებათ“, - განაცხადა ნონიაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები