მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტოსიახლეები

ddddddd

კვირის მთვარი ავტოსიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

ელექტრომობილების მწარმოებელი ARRIVAL-ი გაკოტრდა

გაკოტრებული სტარტაპების ვრცელ ნუსხას ბრიტანული კომპანია Arrival-ი ოფიციალურად შეუერთდა. ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ გადახდისუუნარობის განაცხადით სასამართლოს თავისი ნებით მიმართა.


აღსანიშნავია, რომ 2021 წელს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 12 მილიარდ დოლარს აღწევდა და მასზე ინვესტორები დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა ამჟამად Arrival-ის შეფასება 99%-ითაა შემცირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სტარტაპის მიმართ ინვესტორებმა ნდობა სრულად დაკარგეს.
Arrival-ის მიზანი კომერციული და სამგზავრო მიკროავტობუსების, სატვირთოების და მინივენების წარმოება იყო. სტარტაპს სტრატეგიული გათვლა UPS-თან და სხვა ლოგისტიკურ კომპანიებთან თანამშრომლობაზე ჰქონდა, თუმცა როგორც ჩანს, Arrival-ის მოლოდინები გადაჭარბებული იყო და დაპირებული შეთანხმებები სისრულეში ვერ მოვიდა.


კომპანიის გაკოტრების მიზეზად ექსპერტები საწარმოო ხაზის გაუმართაობას, მენეჯმენტის არაკომპეტენტურობას და კონკურენტების გააქტიურებას ასახელებენ.

Skoda-მ განახლებული Octavia წარადგინა

Skoda-მ განახლებული Octavia წარადგინა. ექსტერიერში რამდენიმე ცვლილებაა, თუმცა მისი ამოცნობა შესაძლებელია ცხაურით და ბამპერებით. ახალმა Octavia-მ მატრიცული ფარებიც მიიღო, რომლებიც ბამპერიდან რადიატორის ცხაურამდე ეშვებიან. როგორც მოსალოდნელი იყო Octavia-ს დიზაინი უფრო აგრესიული გახდა, მოდერნიზებული წინა ოპტიკის გამო.

ინტერიერში მთავარი სიახლე ცენტრალური მონიტორია 10 ან 13 დიუმიანი დიაგონალით. ასევე გადაიხედა ძრავის დიაპაზონი - ახალ ოქტავიას არცერთ კომპლექტაციას 1.0 ლიტრიანი ძრავა აღარ ექნება.

Brabus Rocket 1000 - Brabus -ის ყველაზე მძლავრი ავტომობილი

Brabus-მა საკუთარ ისტორიაში მეორე, ყველაზე მძლავრი ავტომობილი წარადგინა. ახლა ეს ტიტული Brabus Rocket 1000 ლიფტბეკს გადაეცა, რომელიც დაფუძნებულია Mercedes-AMG GT 63 S E-Performance ჰიბრიდზე. მას აქვს V8 4.5 ძრავა, 4.0-ის ნაცვლად, განახლებულია ჰაერსაკიდი, მთლიანად განახლებულია ინტერიერი. Brabus Rocket 1000 აჩქარებას ნულიდან ასამდე 2,6 წამში - 0,3-ით უფრო სწრაფად ახერხებს, ვიდრე ორიგინალური GT 63 S E-Performance. მანქანა მეორე ასეულს 9,7 წამში აღწევს. Brabus Rocket 1000 300 კმ/სთ სიჩქარეს 23,9 წამში აღწევს. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 316 კმ/სთ.


Beast - 1000 ცხ.ძ სუპერქარი

კომპანია Rezvani-იმ 1000 ცხენის ძალის მქონე სუპერმანქანა Beast წარადგინა, რომელიც Chevrolet Corvette-ის ბაზაზე შეიქმნა. ახალმა პროდუქტმა ორიგინალური ნახშირბადის ბოჭკოვანი კორპუსი, V8 6.2 ბიტურბო ძრავა და უჩვეულო საჭე მიიღო. Beast თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი ეღირება.

სუპერმანქანის ტირაჟი მცირე იქნება - მხოლოდ 20 ეგზემპლარი. კუპე 60 მილს საათში (97 კმ/სთ) აღწევს 2.5 წამში, მაშინ როცა ჩვეულებრივი Corvette-ისთვის ასეთ აჩქარებას 2.9 წამი სჭირდება და Corvette Z06-ს 2.6 წამი. ინტერიერის მთავარი ელემენტი, რა თქმა უნდა, არის საჭე, რომლის ფორმაც ფორმულა 1-ის მანქანების საჭეებით არის შთაგონებული.


რომელი ავტომობილებია ყველაზე მეტად გავრცელებული საქართველოში - ტოპ 10 მოდელი

სტატისტიკის სამსახურის ავტომობილების პორტალის მიხედვით, საქართველოში ამ ეტაპზე 1.635 მლნ ერთეული ავტომობილია რეგისტრირებული. აქედან, ყველაზე მეტი FORD TRANSIT-ია.
დეტალური სტატისტიკა კი, ასე გამოიყურება:
FORD TRANSIT - 49 177 ერთეული;
TOYOTA PRIUS - 45 637 ერთეული;
OPEL ASTRA - 37 128 ერთეული;
VAZ 21063 - 23 105 ერთეული;
HONDA FIT - 22 861 ერთეული;
MERCEDES-BENZ C 180 - 18 469 ერთეული;
OPEL VECTRA - 17 167 ერთეული;
TOYOTA CAMRY - 16 414 ერთეული;
VAZ 2106 - 15 562 ერთეული;
TOYOTA RAV 4 - 15 072 ერთეული.
ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ავტომობილების პორტალის მონაცემებით, რეგისტრირებული ავტომობილებიდან 1.375 მლნ ავტომობილი 10 წელზე ადრეა გამოშვებული, 193 717 ათასი ერთეული ავტომობილი 5-10 წლამდეა, 2-5 წლამდეა 42 226 ათასი ერთეული ავტომობილი, 2 წელზე ახალი კი, მხოლოდ 28 435 ათასი ერთეულია.