მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტოსიახლეები

tgtgtg

კვირის მთავარი ავტოსიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

"ტარიფები ჩინური ელექტრომობილებისთვის მახეა" - Stellantis-ის CEO

ავტოკონცერნის Stellantis-ის აღმასრულებელი დირექტორი კარლოს ტავარესი აცხადებს, რომ დასავლური ტარიფები, რომელიც ჩინურ ელექტრომობილებზე წესდება გაზრდის ინფლაციას და საფრთხეს შეუქმნის გაყიდვებს მთელს ევროპაში და მის გარეთ. ტავარესი თვლის, რომ ეს ხაფანგია. Stellantis-ის აღმასრულებელ დირექტორს Reuters -ი ესაუბრა.

ელექტრომობილების თემის გარშემო მიმდინარე პერიოდში საკმაოდ დაძაბულია ურთიერთობა პეკინს, ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის. ა.შ.შ - ს გადაწყვეტილება უკვე ვიცით, 1 აგვისტოდან ტარიფები ზოგიერთი ელექტრომობილის იმპორტზე 25%-დან 100%-მდე გაიზრდება. ამით შეერთებული შტატები იაფი ჩინური ელექტრომობილებისგან ბაზრის დაცვას ცდილობს, ტარიფები კი ეტაპობრივად 3 წლის განმავლობაში ამოქმედდება.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი ეს ჯერჯერობით უცნობია, პირველად გადაწყვეტილებას ტარიფებზე 5 ივნისს გავიგებთ და სწორედ ამის შემდეგ გავიგებთ სავარაუდოდ ჩინეთის გადაწყვეტილებასაც, რომელიც კონტრზომებით იმუქრება. ლიუ ბინმა, ჩინეთის საავტომობილო ტექნოლოგიებისა და კვლევის ცენტრის მთავარმა ექსპერტმა, განაცხადა რომ იმპორტირებულ მანქანებზე ტარიფები შეიძლება 25%-მდე გაიზარდოს.

”როდესაც თქვენ ებრძვით კონკურენციას, არსებობს სოციალური შედეგები. მაგრამ მთავრობებს, ევროპულ მთავრობებს მათ შორის, მათ არ სურთ ამ რეალობას შეხედონ“, - თქვა ტავარესმა.

მომავალი წლიდან, BYD-ის $10,000-იანი ჰეჩბეკი ევროპაშიც გაიყიდება

მომავალი წლიდან, ჩინური BYD-ის $10,000-იანი ელექტრომობილი, BYD Seagull-ი ევროპის ბაზარზე გაიყიდება. კონკრეტულად რა ეღირება ეს ბიუჯეტური ელექტროჰეჩბეკი ევროპაში, ამ დრომდე, დაზუსტებული არ არის, მაგრამ ევროპაში დაწესებული ტარიფებისა და ავტომობილის ევროპულ სტანდარტებზე მოსარგებად საჭირო განახლებების გათვალისწინებით, ავტომობილის ფასი, სავარაუდოდ, $21,500-ზე ნაკლები იქნება, რაც უახლესი ავტომობილისთვის საკმაოდ კონკურენტულ ფასად ითვლება.

ჩინური BYD, როგორც ცნობილია, ავტომობილების მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $84 მილიარდს აღემატება. ამ მაჩვენებლით, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგში ჩინური კომპანია მე-3 ადგილს იკავებს. BYD სხვადასხვა ტიპის ავტომობილებს აწარმოებს, ხოლო კომპანიის სამოდელო ხაზი $10,000-იანი ჰეჩბეკით, BYD Seagull-ით იწყება და $233,000-იანი სუპერქარით, BYD U9-თ მთავრდება. წელს, BYD-მ კომპანიის ისტორიაში პირველი ელექტროპიკაპიც გამოუშვა. ჩინური კომპანიის აქციონერებს შორის უორენ ბაფეტის საერთაშორისო კონსორციუმს, Berkshire Hathaway-ის ვხვდებით.

პირველი Mercedes-Benz მოდელი Mythos-ის კოლექციების ხაზიდან

Mercedes-AMG განყოფილებამ ულტრა ძვირი და მდიდრული ლიმიტირებული PureSpeed ​​სპიდსტერი წარადგინა. ეს იქნება გერმანული ბრენდის პროექტის Mythos ხაზის პირმშო, რომელიც მოიცავს ყველაზე ძვირად ღირებულ და ექსკლუზიურ ავტომობილებს. PureSpeed-ის კომერციული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება 2025 წელს. ტირაჟი - 250 ეგზემპლარია. ავტომობილის სპეციფიკაციებზე არაფერია ცნობილი. ვიცით, რომ ლიმიტირებული გამოცემა დაფუძნებული იქნება SL როდსტერის ერთ-ერთ საუკეთესო ვერსიაზე - SL 63 4Matic+ ან ჰიბრიდულ SL 63 SE Performance-ზე.


BMW-მ Concept Skytop წარადგინა

BMW-მ ძვირად ღირებული Concept Skytop gran tourer წარადგინა. სიახლის პრეზენტაცია, რომელსაც ტარგა კორპუსი აქვს, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ კლასიკური ავტომობილების ღონისძიება Concorso d'Eleganza Villa d'Este-ზე შედგა, რომელიც კომოს ტბაზე გაიმართა. ძვირად ღირებული ტარგას დებიუტი, პატივს მიაგებს კლასიკურ BMW 503-ს და BMW Z8-ს, რომლებიც 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ორიგინალი მოდელის მსგავსად, პროტოტიპს აქვს 625 ცხენის ძალის 4.4 V8 ძრავა და 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი.

Polestar-მა გერმანიისთვის Volvo-ს სპეციალური ვერსიები შექმნა

Polestar-ის სტუდიამ გერმანული ბაზრისთვის ვოლვოს სპეციალური მოდელები დაამზადა. Polestar-მა, რომელიც Volvo-ს ტიუნინგის სტუდიიდან სრულფასოვან ავტომწარმოებლად გარდაიქმნა, მოულოდნელად გადაწყვიტა თავისი ფესვების გახსენება 2024 წელს. Volvo S60 სედანების და Volvo XC60 ქროსოვერების შეზღუდული გამოშვება გერმანული ბაზრისთვის შეიქმნა, რომლებსაც Polestar Engineered Limited Edition ეწოდა.

ავტომობილები აწყობილია, T8 ჰიბრიდული მოდიფიკაციების ბაზაზე, რაც აერთიანებს 455 ცხენის ძალის ელექტროძრავას, რომელიც ჰარმონიულად თანაცხოვრობს, 310 ცხენის ძალის 2.0 -ლიტრიან ბენზინის ტურბო ძრავასთან.

14,7 კილოვატსაათიანი ბატარეა კი უზრუნველყოფს 95 კილომეტრამდე დისტანციის დიაპაზონს ერთი სრული დამუხტვით.

Polestar-ის განახლებები მოიცავს რეგულირებად Ohlins ამორტიზატორებს და Akebono (XC60) ან Brembo (S60) მუხრუჭებს, შესაბამისად, 22 და 20 დიუმიან დისკებს.

ინტერიერში შევხვდებით Polestar Engineered ბრენდის ნიშნებს ცენტრალურ კონსოლზე და ოქროსფერ უსაფრთხოების ღვედებს, რომლებიც შავ ტყავის სალონს ავსებენ.

აღჭურვილობა ასევე მოიცავს პრემიუმ აუდიო სისტემას Harman Kardon-ისგან S60-ისთვის ან Bowers & Wilkins-სს XC60-ისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები