მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვლავ აქვს თუ არა "ბაზისბანკს" "ლიბერთისთან" გაერთიანებაზე მოლაპარაკება - CEO-ს პასუხი

დავით ცაავა

ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა "ლიბერთი ბანკთან" გაერთიანების შესახებ კითხვას პასუხობს და აღნიშნავს, რომ კომუნიკაცია კვლავ არსებობს და თუკი შესაბამისი შეთანხმება იქნება მიღწეული საზოგადოებას გააცნობენ. ამასთან, დავით ცაავა აღნიშნავს, რომ ბანკი ორგანულ ზრდაზეც არის ფოკუსირებული.

"ბაზისბანკი მუდმივად მუშაობს გაფართოებაზე ორგანული ზრდის მიმართულებით. ასევე ვუყურებთ ბაზარზე არსებულ სხვა მოთამაშეებსაც, მათ შორის ლიბერთისთანაც გვაქვს კომუნიკაცია, მაგრამ სიახლეები, როგორც კი იქნება, ამას აუცილებლად გავაჟღერებთ.

ჩვენთვის საინტერესოა ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ უფრო დიდი ბაზრის წილი დაიკავოს საქართველოში და უფრო მეტ მომხმარებელს მიწვდეს და მიაწოდოს თავისი სერვისი,"- აღნიშნავს დავით ცაავა.

გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ "ბაზისბანკი" "ლიბერთი ბანკის" შესყიდვას აღარ განიხილავდა და ბანკებს შორის გარიგება შესაძლო გაერთიანების ფორმატს ითვალისწინებდა.

"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ 2025 წლის სექტემბერში BMG-ის განუცხადა, რომ მხარეთა შორის ბანკის გასხვისებაზე მოლაპარაკებების დაწყების შემდგომ თავად "ლიბერთი ბანკის" ფინანსური მაჩვენებლები და პარამეტრები საგრძნობლად გაუმჯობესდა, შესაბამისად ის თანხა რაზეც თავდაპირველად იყო მსჯელობა უნდა გადახედილიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები