მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაიენმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა წარადგინა

ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისრების ახალი შემადგენლობა წარადგინა.

ლაიენის მიერ ექვსი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ოთხი ქალი და ორი მამაკაცია წარდგენილი. ესენი არიან: ტერეზა რიბერა ესპანეთითად, ჰენა ვირკკუნენი ფინეთიდან, სტეფან სეჟურნე საფრანგეთიდან, კაია კალასი ესტონეთიდან, როქსანა მინზატუ რუმინეთიდან და რაფაელე ფიტო იტალიიდან.

27-წევრიან ევროკომისიაში, სადაც თითოეულ წევრ ქვეყანას ერთი წარმომადგენელი ჰყავს, 5-წლიანი ვადით, ლაიენის მიერ წარდგენილი კანდიდატების სია ასე გამოიყურება:

  • ავსტრია - მაგნუს ბრუნერი - კომისარი შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში;
  • ბელგია - ჰაჯა ლაჰბიბი - კომისარი მზადყოფნისა და კრიზისების მართვის საკითხებში;
  • ბულგარეთი - ეკატერინა ზაჰარიევა - კომისარი სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციების საკითხებში;
  • ხორვატია - დუბრავკა შუიცა - ხმელთაშუა ზღვის რეგიონის კომისარი;
  • კვიპროსი - კოსტას კადისი - მეთევზეობისა და ოკეანეების კომისარი;
  • ჩეხეთი - იოზეფ სიკელა - საერთაშორისო პარტნიორობის კომისარი;
  • დანია - დენ იორგენსენი - ენერგეტიკისა და საბინაო საკითხებში კომისარი;
  • ესტონეთი - კაია კალასი - აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში;
  • ფინეთი - ჰენა ვირკკუნენი - აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ტექნიკური სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში, ციფრული და სასაზღვრო ტექნოლოგიების კომისარი;
  • საფრანგეთი - სტეფან სეჟურნე - აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი კეთილდღეობისა და სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში, კომისარი მრეწველობის, მცირე და საშუალო ბიზნესის და ერთიანი ბაზრის საკითხებში;
  • გერმანია - ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისიის პრეზიდენტი;
  • საბერძნეთი - აპოსტოლოს ციციკოსტასი - კომისარი მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში;
  • უნგრეთი - ოლივერ ვარჰეი - კომისარი ჯანმრთელობისა და ცხოველთა კეთილდღეობის საკითხებში;
  • ირლანდია - მაიკლ მაკგრატი - დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის კომისარი;
  • იტალია - რაფაელე ფიტო - აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ერთობისა და რეფორმების საკითხებში, კომისარი ერთიანობის პოლიტიკის, რეგიონული განვითარებისა და ქალაქების საკითხებში;
  • ლატვია - ვალდის დომბროვსკის - ეკონომიკისა და პროდუქტიულობის კომისარი;
  • ლიეტუვა - ანდრიუს კუბილიუსი - თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში კომისარი;
  • ლუქსემბურგი - კრისტოფ ჰანსენი - კომისარი სოფლის მეურნეობისა და სურსათის საკითხებში;
  • მალტა - გლენ მიკალეფი - თაობათაშორისი სამართლიანობის, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომისარი;
  • ნიდერლანდები - ვოპკე ჰოეკსტრა - კომისარი კლიმატის, წმინდა ნულოვანი და სუფთა ზრდის საკითხებში, ასევე პასუხისმგებელი გადასახადებზე;
  • პოლონეთი - პიოტრ სერაფინი - საბიუჯეტო, თაღლითობისა და სახელმწიფო მართვის კომისარი;
  • პორტუგალია - მარია ლუის ალბუკერკი - ფინანსური მომსახურებისა და შემნახველი და საინვესტიციო კავშირის კომისარი;
  • რუმინეთი - როქსანა მინზატუ - აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ხალხის, უნარებისა და მზადყოფნის საკითხებში, კომისარი უნარების, განათლების, ხარისხიანი სამუშაოებისა და სოციალური უფლებების საკითხებში;
  • სლოვაკეთი - მაროშ შეფჩოვიჩი - კომისარი სავაჭრო და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებში;
  • სლოვენია - მარტა კოსი - გაფართოების საკითხებში კომისარი, ასევე პასუხისმგებელი აღმოსავლეთ სამეზობლოსა და უკრაინის რეკონსტრუქციაზე;
  • ესპანეთი - ტერეზა რიბერა - აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი სუფთა, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი გადასვლის საკითხებში, კომისარი კონკურენციის საკითხებში;
  • შვედეთი - ჯესიკა როსვოლი - კომისარი გარემოს დაცვის, წყლის გამძლეობისა და კონკურენტული ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში.

ყველა კანდიდატი გაივლის მოსმენას ევროპარლამენტში დეპუტატებთან, რომლებმაც მათ დანიშვნას უნდა დაუჭირონ მხარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები