მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან 11 თეთრით, ევროსთან მიმართებით კი 8 თეთრით გაუფასურდა

621781c56a0fd
BM.GE
24.02.22 17:00
1649
24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 11.69 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1331 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 7.82 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5031 ლარი გახდა. 

10.57 თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.2059 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 0.05 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 21.8 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 25 თებერვლიდან შევა ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები