მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან 4 თეთრით, ევროსთან კი 6 თეთრით გამყარდა

620119b59ed06
BM.GE
07.02.22 17:03
1179
7 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.87 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9480 ლარს შეადგენს. ლარი დოლართან მიმართებით ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის მარტში იყო.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 5.79 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3669 ლარი გახდა. ევროსთან მიმართებით ლარი ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის მარტში იყო.

6.78-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 3.9810 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 0.21 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 22 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 8 თებერვლიდან შევა ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები