მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი დოლართან, ევროსთან და ლირასთან გაუფასურდება, რუბლთან კი გამყარდება - ეკონომისტების მოლოდინი

დოლარი ვალუტები

"მოსალოდნელია, რომ მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქართული ლარი გაუფასურდება აშშ დოლართან, ევროსთან და თურქულ ლირასთან
მიმართებით, ხოლო გამყარდება რუსულ რუბლთან მიმართებით", - ამის შესახებ აღნიშნულია PMCG-ის მიერ მომზადებულ "საქართველოს ეკონომიკური კლიმატის" 2024 წლის მეოთხე კვარტალის მიმოხილვაში, რომელიც ეკონომისტების შეფასებას ეყრდნობა.

ამასთან, როგორც PMCG წერს, ეკონომისტების მიხედვით, მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის მოსალოდნელია წლიური ინფლაციის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. 2025 წლისათვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 4.6%-ია, რაც 2.7 პროცენტული პუნქტით მეტია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

2024 წლის IV კვარტალში ქართველმა ეკონომისტებმა საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად ნეგატიურად შეაფასეს. მათი შეფასება გაუარესებულია როგორც წინა, ასევე 2023 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით.

PMCG-ის მიერ მომზადებული "საქართველოს ეკონომიკური კლიმატის" მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის IV კვარტალში გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინი მომდევნო ექვსი თვის თავზე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ ასევე ნეგატიურია, რაც წინა გამოკითხვებს შორის ყველაზე პესიმისტური შეფასებაა.

ცნობისთვის, PMCG-ისგან კვარტალური კითხვარი 60 ეკონომისტს ეგზავნება. გამოხმაურების დონე, შესაძლოა, მერყეობდეს კვარტლების მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები