მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა ინფლაციას ამცირებს - სებ

6453e52c5bcf5
BM.GE
04.05.23 21:15
1029
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თვის მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ლარის გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარება არის შეფასებული და მითითებულია, რომ ის ერთის მხრივ ქვეყანაში წარმოებული საქონლის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას ამცირებს, თუმცა მეორე მხრივ კურსის გამყარება იმპორტირებული საქონლის ფასების შემცირებას იწვევს, რაც ინფლაციაზე დადებითად აისახება.

“არის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები გამყარებას განაგრძობს. მარტში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი - 17.5%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 27.7%-ით გამყარდა. რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, ამავე პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.3%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.2%-ით გამყარდა.

ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. სავაჭრო პარტნიორთაგან მარტში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ევროზონაში, ბელარუსსა და სომხეთში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო დაბალი - აშშ-სა და რუსეთში. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციები ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები