მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ლარის კურსი მაგრდება... ყიდულობს თუ არა სებ-ი დოლარს?“ – დეპუტატი გვენეტაძეს

62e11fe2d620b
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.22 15:24
5316
„ლარის კურსი მაგრდება... ყიდულობს თუ არა სებ-ი დოლარს“, - ამ საკითხით დაინტერესდა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბეჟან წაქაძე და პარლამეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ეს კითხვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს დაუსვა.

დეპუტატი ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა ბიზნესის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ ბიზნესს უნდა შეეძლოს პროგნოზირება იმის შესახებ, შეძლებს თუ არა ლარი სტაბილურობის შენარჩუნებას.

„ლარის კურსი მაგრდება... ლარი გამაგრებულია, ყოველდღიურად ეს თვალში საცემია, მაგრამ ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის ბიზნესმენებს აინტერესებთ სტაბილური იქნება თუ არა ლარი, რადგან მან დაგეგმოს თავისი ბიზნესი. დღეს თუ 1 დოლარის ღირებულება 2.8 ლარია და ხვალ გახდება 3.05 ლარი, ასეთი პირობებში ბიზნესის დაგეგმა ძალიან რთულია, ამიტომ ხდება თუ არა (დოლარის) შესყიდვა დღეს ეროვნული ბანკის მიერ, რაც შემდგომში ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციისთვის იქნება გამოყენებული და მის დასარეგულირებლად? მიმდინარეობს თუ არა ეს პროცესი და თუ არა - რას ველოდებით ჩვენ, იქნება თუ არა ლარი სტაბილური მომდევნო 6-8 თვის განმავლობაში და მომდევნო წელს. დღეს მესმის, რომ ლარს არ უჭირს და დოლარი შემოდის“, - ჰკითხა ბეჟან წაქაძემ სებ-ის პრეზიდენტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები