მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის ვიცეპრემიერს შეხვდა - "ყურადღება გამახვილდა სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით პარტნიორობაზე"

ლაშა ხუციშვილი თურქმენეთი

თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვიცე-პრემიერ, ჰოჯამირატ გელდიმირადოვს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები და რეგიონული მნიშვნელობის პროექტები.

"ყურადღება გამახვილდა სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებსა და დაკავშირებადობის შესაძლებლობების კიდევ უფრო გააქტიურების აუცილებლობას.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო საქართველოში მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.

თავის მხრივ, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ ისაუბრა თურქმენეთის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისებას", - წერია სამინისტროს პრესრელიზში.

ცნობისთვის, თურქმენეთის დელეგაციას საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

როგორი ეკონომიკური კავშირები გვაქვს ამ ქვეყანასთან?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები