მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: გვქონდა მოლოდინი, რომ სახელმწიფო რძის პროდუქტებზე დღგ-ს მოხსნიდა

5f060a8b9b260
თამთა ჯიჯავაძე
08.07.20 22:44
1114
სოფელში გვქონდა მეტი მოლოდინი, რომ სახელმწიფო იზრუნებდა მოეხსნათ დაპირებული დღგ რძის პროდუქტებზე, სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, რძის მწარმოებლებს არანაირი კომპენსაციით და შეღავათით, სესხების გარდა არ უსარგებლიათ.

„ჭარბი რძეა საქართველოში, იმიტომ რომ გლეხის წარმოებული რძე ორი თვის განმავლობაში – ივლისი და აგვისტო, იმატებს ხოლმე და პირიქით დაკლებულია რძის ფასი. ფაქტობრივად ინდუსტრიულ რძის მწარმოებელთა მდგომარეობა კრიტიკულია“, – აღნიშნა პაპაშვილმა.

მისივე თქმით, რძის მოხმარება შემცირებულია.

„მოხმარების 5%-საც ვერ აკმაყოფილებს ინდუსტრიული რძე და აბსოლუტურად შესაძლებელი იყო სახელმწიფოს ეზრუნა და ასეთ კოლაფსში არ დარჩენილიყო თითზე ჩამოსათვლელი ფერმერი, რომელიც ალბათ 10–15-ია სულ ქვეყანაში. ფასები არის მნიშვნელოვნად დავარდნილი და ეს ჩანაცვლებულია იმპორტირებული ფხვნილით“, – დასძინა ბიზნესმენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები