მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილმა "ჰეშ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა

ლაშა პაპაშვილი

ლაშა პაპაშვილმა "ჰეშ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა, ამ თანამდებობაზე მან ნანა ქებურია ჩაანაცვლა - შესაბამისი ცვლილება ბიზნეს რეესტრში უკვე აისახა. ეროვნულმა ბანკმა "ჰეშ ბანკზე" ლიცენზია 2023 წლის 14 ნოემბერს გასცა. ბანკს მიეცა 7 თვიანი პერიოდი სატესტო რეჟიმში ოპერირებისთვის.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ლაშა პაპაშვილი ციფრული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიმდინარე წლის მარტში შეუერთდა,

"ჰეშ ბანკის" სადამფუძნებლო ინფორმაციის თანახმად, ბანკის საწესდებო კაპიტალია 16,634,100 ლარი, რომელიც 210,000 აქციად იყოფა. აქედან 2,100 პრივილეგირებული აქციაა, რომელთა ერთეულის ღირებულებაა 1 ლარი, ხოლო 207,900 აქცია ჩვეულებრივი კლასის აქცია, რომელთა ერთეულის საფასურია 80 ლარი.

აქციონერები არიან:

  1. ვოლოდიმირ ნოსოვი: უკრაინის მოქალაქე, 103,950 აქცია, საწესდებო კაპიტალის 50%;
  2. სულხან პაპაშვილი, საქართველოს მოქალაქე, 63,403 აქცია, საწესდებო კაპიტალის 30.5%;
  3. ლაშა პაპაშვილი, საქართველოს მოქალაქე, 40,541 აქცია, საწესდებო კაპიტალის 19.5%.
  4. ნანა ქებურია: საქართველოს მოქალაქე, 2,100 პრივილეგირებული აქცია (ხმის უფლების გარეშე).

ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა გიორგი ჩანადირი, მის გარდა ბანკის დირექტორთა საბჭოში არიან გიორგი ქეშელაშვილი და ირაკლი ჩახნაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები