მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო საქმიანობის შემდეგ ლაშა პაპაშვილი სებ-ისგან VASP-ის ლიცენზიას ელოდება

პაპაშვილი

საბანკო საქმიანობის გარდა ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ციფრული აქტივებითაც არის დაინტერესებული. როგორც მან BM.GE-ს განუცხადა, მარეგულირებელთან ყველა პროცედურა გავლილია და სავარაუდოდ, მომავალ კვირას ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერის ანუ VASP-ის ლიცენზიას მიანიჭებთ.

რაც შეეხება ციფრულ ბანკს, როგორც ცნობილია, „ჰეშ“ ბანკს ეროვნულმა ბანკმა ლიცენზია 2023 წლის ნოემბერში მისცა. როგორც პაპაშვილი ამბობს, „ჰეშ“ ბანკი სრულფასოვან ფუნქციონირებას სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებს და მისი სახით დიდ ბანკებს სერიოზული კონკურენტი უჩნდება.

„პირობადათქმული ლიცენზია მოგვცა რეგულატორმა, 6 თვე მაისში მთავრდება და მაგისთვის მზად ვართ. რამდენიმე აპლიკაციის გაშვება იყო საჭირო, რასაც ვამთავრებთ და გავუშვებთ. ვფიქრობ, სექტემბრიდან სრულყოფილად ავმუშავდებით.

უნივერსალური იქნება ყველაფერი, რაც ბაზარზეა, ოღონდ კარგი აპლიკაციით, უფრო მარტივად, ერთი ხელის დაჭერით რომ გქონდეთ ყველაფერი. განსაკუთრებით ახალგაზრდებს ჩემს შვილებს აღარ უნდათ ცოცხალი ბანკის ნახვა, ფილიალში სიარული არ სჭირდებათ მაგათ უკვე, თუმცა რაიონებში შეიძლება დაგვჭირდეს ცენტრების გახსნა.

ახლა VASP-ის ლიცენზიასაც ავიღებთ. ლოკალური ბანკები, სხვები, ყველა ხელს უშლის კრიპტო ბაზრის განვითარებას, არადა მსოფლიო დაიპყრეს, ტრილიონობით არის საბაზრო კაპიტალიზაცია და რატომ აკეთებენ არ ვიცი. ჩვენ, ბიზნესის მხარემ, ყველამ უნდა მოვითხოვოთ, რომ ლოიალური გახდეს რეგულატორი ამ მიმართულებით.

ჩვენს მსხვილ ბანკებს თავიანთი საკორესპონდენტო ბანკები აწვებიან, რომ შეზღუდონ კრიპტოსთან დაკავშირებული ოპერაციები და რატომ? პირიქით, უკვე ყავა ჩაი იყიდება კრიპტოთი აშშ-ში“, - განუცხადა ბიზნესმენმა BM.GE-ს.

„ჰეშბანკის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილთან ერთად მისი ძმა სულხან პაპაშვილია. მათთან ერთად, ბანკის 50%-ს უკრაინელი ბიზნესმენი ვოლოდიმირ ნოსოვიც ფლობს, რომელიც კრიპტობირჟა WhiteBit-ის დამფუძნებელი და CEO-ა.

"ჰეშის" ბიზნეს მიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს საბანკო სერვისების მიწოდება ძირითადად ელექტრონული არხებით განახორციელოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები