მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციაში გაიმართა საარჩევნო ყრილობა, რომელზედაც პრეზიდენტად სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე აირჩიეს. იგი ეროვნულ ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ხოლო გენერალური მდივნის პოსტს კვლავ რუსუდან მურადაშვილი დაიკავებს.

ახალმა პრეზიდენტმა დელეგატებს სამი ვიცე-პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ირაკლი თურმანიძე და ნოდარ სირბილაშვილი წარუდგინა.

ლაშა ტალახაძე 11-ე მოწვევის პარლამენტის "ქართული ოცნების" დეპუტატია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები