ლატვიამ საქართველოს, შესაძლოა, სახელწოდება შეუცვალოს. საკითხს, 21 თებერვალს, ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომისიაზე დეპუტატები განიხილავენ. ინფორმაციას ლატვიური მედია ავრცელებს. თუ ცვლილება ძალაში შევა, ლატვია საქართველოს არა Грузия-ს, არამედ საქართველოს უწოდებს.
ცნობისთვის, ლიეტუვამ საქართველოს სახელწოდება რამდენიმე წლის წინ შეუცვალა. ლიეტუვურ ენაზე ჩვენი ქვეყნის სახელწოდება Sakartvelas-ია. თავად საქართველო კი ლიეტუვას წლებია არა ლიტვათი, არამედ ლიეტუვათი მოიხსენიებს.
საქართველოს Грузии-ს ნაცვლად, Georgia-თი მოიხსენიებს სამხრეთ კორეა და იაპონია.