მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლატვიამ საქართველოს 55 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლატვია

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს, რომ ქვეყანაში შესვლა საქართველოს კიდევ 55 მოქალაქეს აუკრძალეს.

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების სიაში, იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. ამ პირებისთვის ლატვიაში შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდება", - წერს ბრაჟე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები