მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლატვიამ საქართველოს ორი მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლატვია

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს გადაწყვეტილებით, საქართველოს ორი მოქალაქე არასასურველი პირების სიაში შეიყვანეს და მათ ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა დაუწესდათ. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ცნობილი არ არის, თუ კონკრეტულად ვინ გამოცხადდა ლატვიაში "პერსონა ნონ გრატად". ასევე განუსაზღვრელია, რა ვადით ეკრძალებათ მათ ქვეყანაში შესვლა.

მანამდე, მიმდინარე წლის ივლისში, ლატვიამ ქვეყანაში შესვლა საქართველოს 55 მოქალაქეს აუკრძალა. კიდევ უფრო ადრე კი, 2024 წლის დეკემბერში, სავიზო სანქციები დაუწესდათ ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურსა და შსს-ს მაღალჩინოსნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები