ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზების გაუქმების შესახებ, რუსეთის პრეზიდენტის მიერ დღეს ხელმოწერილი ბრძანების შესახებ, რუსეთის საგარეო უწყება ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
„რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლებისა და სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ, ქვეყნის პრინციპული მიდგომებიდან გამომდინარეობს, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კომუნიკაციისა და კონტაქტების თანმიმდევრულ ხელშეწყობას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებაში.
უწყების პრესსპიკერის განცხადებით, ოფიციალური განცხადება ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტრო გააკეთებს. ამასთან, განცხადებაში აღნიშნული, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებებთან ერთან უქმდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 21 ივნისს გამოცემული რეკომენდაცია, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებდა. „ამასთან, ამ ქვეყნის მონახულების შემთხვევაში წინდახედულობა და უსაფრთხოების ასპექტები უნდა იყოს გათვალისწინებული“, - აღნიშნავენ უწყებაში.