რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სჯერა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების, რომლის მიხედვითაც დასავლეთი საქართველოს რუსეთთან სამხედრო ქმედებების დაწყებისკენ აქეზებდა. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა რუსულ გამოცემა „იზვესტიას“ ბრიკსის სამიტზე დასწრებისას განუცხადა.
„ვერ ვხედავ საფუძველს, რომ მათ არ დავუჯერო. მაგალითად მათ დასავლეთის ქვეყნებთან დიალოგი მოჰყავთ, რომლებიც [საქართველოს] რუსეთთან სამხედრო მოქმედებებისკენ აქეზებდნენ. არ მაქვს საფუძველი, მათი არ მჯეროდეს“, - განაცხადა ლავროვმა.
"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლელმა მაღალჩინოსანმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება შესთავაზა, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდებოდა.