მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლეგენდარული ავსტრიელი ჩოგბურთელი, დომინიკ ტიმი კარიერას ასრულებს

დომინიკ ტიმი კარიერას ასრულებს

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ავსტრიელმა ჩოგბურთელმა, დომინიკ ტიმმა სეზონის ბოლოს კარიერის დასრულება დააანონსა. 30 წლის სპორტსმენი უკანასკნელად ვენაში 21-27 ოქტომბერს დაგეგმილ 500-იან ტურნირზე იასპარეზებს.

ტიმს ჯამში ATP-ის 17 ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის 2020 წელს ამერიკის ღია პირველობა. ამას გარდა ავსტრიელს 2018 და 2019 წლებში ფრანგული როლან გაროსისა და 2020 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში უასპარეზია. ამავე დროს ის მსოფლიოს ნომერ მესამე ჩოგბურთელი გახდა, თანაც ეს ყველაფერი მაშინ, როცა “დიდ სამეულად” წოდებული ნადალი, ჯოკოვიჩი და ფედერერი სხვა მოთამაშეებს არაფერს უთმობდნენ.

საერთო შემოსავლებით ტიმი ჩოგბურთის ისტორიაში მე-13 ადგილს იკავებს და კარიერულად 30 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. წლების განმავლობაში მისი სპონსორები ისეთი კომპანიები იყვნენ როგორებიც: Adidas, Kia, SkySport, Technogym და Red Bull არიან. ამავდროულად სპორტსმენი ავსტრიული ბანკის Bank Austria-ს ელჩიც იყო და დიდი ხნის მანძილზე კომპანიის სხვადასხვა კამპანიაში მიუღია მონაწილეობა.

ცნობისთვის, ტიმის კარიერამ რეგრესი 2021 წელს ხელის მტევნის ტრავმით დაიწყო და სისტემატური ხასიათის მიღების გამო მისი მორჩენა ვეღარ მოახერხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები