მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lego-ს გაყიდვები წლის პირველ ნახევარში 36%-ით გაიზარდა

6153316d74868
ნათია თაქთაქიშვილი
29.09.21 00:20
743

მსოფლიოში ცნობილი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია Lego აცხადებს, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაყიდვები 36%-ით გაიზარდა, ხოლო შემოსავალი 46%-ით და 3.62 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

კომპანიის თქმით, ასევე გაზრდილია Lego-ს წმინდა მოგებაც, ამ შემთხვევაში ზრდამ 140% შეადგინა და 992 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

”მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შედეგით, რადგან დიდი ნახტომი გვაქვს“, - განაცხადა Lego-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნილს ქრისტიანსენმა.

ქრისტიანსენის თქმით, Lego-ს გაყიდვების ზრდაზე პოზიტიურად იმოქმედა კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქებამ, რადგან 2020 წლისგან განსხვავებით Lego-ს სათამაშოების მწარმოებელმა ქარხნებმა შეუჩერებლად მუშაობა შეძლეს და ამასთან, საცალო გაყიდვების მაღაზიების უმეტესობა ღიაა იყო.

გამოცემა წერს, რომ დანიის გარდა, ზრდა სხვა ბაზრებზეც დაფიქსირდა, მათ შორის: მექსიკაში, აშშ-სა და ჩინეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები