მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლეპტოპი, კარტოფილი, ტელევიზორი, მარგარინი, ზეთი, ხახვი - რა გაიაფდა ყველაზე მეტად?

კომპიუტერი ლეპტოპი

საქსტატი ქვეყანაში ინფლაციას, ანუ სამომხმარებლო კალათის ღირებულებას 305 საქონლისა და მომსახურების ღირებულის გამოკვლევით ადგენს. საქსტატის შეფასებით, მარტში წლიური ინფლაციის დონემ 0.5% შეადგინა, ხოლო ყველაზე მსხვილ სასაქონლო ჯგუფში სურსათში ფასები 3.4%-ით შემცირდა.

უშუალოდ სამომხმარებლო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად 39.9%-ით ანტიბიოტიკების ღირებულება შემცირდა. 38.6%-ით შემცირდა წიწიბურას საფასური, 35%-ით კარტოფილის, 30%-ით კი ზეთის ღირებულება არის შემცირებული.

2024 წლის მარტში წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფებული საქონელი:

  1. ანტიბიოტიკები - 38.9%;
  2. წიწიბურა - 38.6%;
  3. კარტოფილი - 35%;
  4. მზესუმზირის ზეთი - 30%;
  5. ხახვი - 28%;
  6. საშინაო ფეხსაცმელი კაცის - 24%;
  7. მარგარინი - 21.5%;
  8. ქალის ზამთრის ფეხსაცმელი - 21.1%;
  9. ტელევიზორი - 20.5%;
  10. კომპიუტერი - 19%.

რაც შეეხება ყველაზე მეტად გაძვირებულ საქონელსა და მომსახურებას, მათ შორის პირველ ადგილზეა ელექტრიკოსის მომსახურება, რომელიც წელს 53%-ით გაძვირდა. ასევე გაზრდილია ვაშლის, ყურძნისა და კივის ღირებულებაც.

  1. ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 53.0%;
  2. ატამი - 52.9%;
  3. ვაშლი - 44.8%;
  4. ყურძენი - 44.7%;
  5. ქლიავი - 44.3%;
  6. ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - 41.7%;
  7. ნიორი - 34.9%;
  8. მსხალი - 31.7%;
  9. მღებავის მომსახურება - 29.0%;
  10. კივი - 26.6%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები