მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის მიერ სახმელეთო საზღვრის გახსნას 2023 წლიდან ელის

63ae8c434c71d
თელარა გელანტია
30.12.22 17:20
1433
აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი თითქმის სამი წელია დაკეტილია, მათ შორის - საქართველოსთან.

როგორც BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ-2-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მოლოდინია, რომ 2023 წლიდან მეზობელი აზერბაიჯანი საზღვრებს გახსნის.

„მოგეხსენებათ, აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილი აქვს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედსხვა მეზობლებთანაც. ოფიციალური მიზეზი covid-პანდემიაა.

ამდენად, როგორც ისინი შეაფასებენ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, იმის მიხედვით გაიხსნება საზღვრები, თუმცა ჩვენი მოლოდინია, რომ ვიცით განწყობები, რომ მომავალ წელს შეზღუდვები უნდა მოიხსნას“, - თქვა ლევან დავითაშვილმა.



ცნობისთვის: აზერბაიჯანი იმ ქვეყნების TOP-15-შია, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობს. აღსანიშნია, რომ 2019 წლის ნოემბერში 114, 657 ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში, 2022 წლის გასულ თვეში კი მხოლოდ - 12, 419.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები