მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილი: „პური არ გაძვირდება, ამის წინაპირობა არ არსებობს“

ეკონომიკის სამინისტრო

„შეგვიძლია მკაფიოდ ვუთხრათ მოსახლეობას, რომ კომერციული გაზის ტარიფის ცვლილების გამო პურზე ფასი არ გაიზრდება, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს“ , - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის ინფლაციის მონაცემები და ერთ-ერთი ის მიმართულება, სადაც ფასები შემცირდა, იყო სასურსათო პროდუქტები. „არც პურზე ველოდებით ფასების ზრდას, პირიქით, ეს წნეხი მოსახლეობას მოეხსნა“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, გაზის კომერციულ ნაწილში ხდება ფასის ცვლილება და ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი - ეს არის კომერციული სექტორი, რომელიც დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასებზე.

„ეს არ ეხება პირდაპირ მოსახლეობას, ამას აქვს ირიბი ასახვა ინფლაციაზე. გაზის ფასი იცვლება ხოლმე და წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შემცირება, უფრო მეტი შემცირება, ვიდრე ახლა არის ზრდა მოსალოდნელი იანვრის თვის დასაწყისიდან. ასე, რომ შემცირების ეფექტი უკვე იყო ასახული ეკონომიკაზე“ - აღნიშნა დავითაშვილმა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ ეხება პურის სექტორს.

„ამაზეც არის შეთანხმება, რომ პურის მცხობელ მსხვილ კომპანიებს განსაკუთრებული პირობები აქვთ ანუ არც სხვა წინაპირობები გვაქვს პურის ფასის გაზრდის, მათ შორის, არც გაზის ფასიდან გამომდინარე. ჩვენ ასევე შევაფასეთ ინფლაციაზე ეფექტი და უმნიშვნელოა“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, ხდება 4 თეთრიანი კომერციული გაზის ტარიფის მატება, რაც კომპანიამ დააანონსა და შესაბამისად, იმ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რასაც ზოგიერთი მედიასაშუალება ქმნიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები