ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს პარლამენტში მივა. ეკონომიკის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.
რეგლამენტის თანახმად, დავითაშვილი დეპუტატებს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს, ხოლო შემდეგ მათ შეკითხვებსაც უპასუხებს.
პარლამენტის პლენარული სესია 12:00 საათზე გაიმართება.