ჩვენთვის თითოეული ადამიანი, თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით თითოეული ახალგაზრდა არის ძვირფასი, მოვუწოდებ ყველა მშობელს, საკუთარი შვილები მაქსიმალურად მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ლიბერალური ფაშიზმი არის ზუსტად ისეთივე ტიპის იდეოლოგია, როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ.
„იცით, რამდენი ახალგაზრდა დაღუპეს ამ იდეოლოგიით, მათ შორის ცნობილი სახეები, როგორიც იყვნენ გიგლა ბერბიჭაშვილი და სხვები. ნებისმიერი ასეთი რადიკალური იდეოლოგია არის ძალიან სარისკო განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. მინდა, მოვუწოდო თითოეულ მშობელს, მაქსიმალურად მოარიდონ საკუთარი შვილები ლიბერალური ფაშიზმის ნებისმიერ კერას. ეს კერები დაკავებული არიან კონკრეტული საქმიანობით, ეს არის მაგალითად, ნარკოტიკების თავს მოხვევა ახალგაზრდებისთვის, არატრადიციული ინტიმური ურთიერთობების თავსმოხვევა და შემდეგ ამ ყველაფრის კომპრომატებად გამოყენება, ეს არის ყალბი ფასეულობების ჩანერგვა ადამიანებისთვის, საკუთარ ოჯახებთან დაპირისპირება და ა.შ. ამ ყველაფრის მსხვერპლი არის უამრავი ახალგაზრდა. საბედნიეროდ, ისინი არიან უმცირესობა ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ ჩვენთვის თითოეული ადამიანი, თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით თითოეული ახალგაზრდა არის ძვირფასი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მშობელს, საკუთარი შვილები მაქსიმალურად მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
22 წლის ახალგაზრდა, რომელსაც გუშინ, საპოლიციო ძალებმა გაზის კაფსულა მოარტყეს თვალში ინგოროყვას საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა;
250-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია თბილისში. მათი უმეტესობა, საუბრობს დაკავების შემდეგ სასტიკი ცემის ფაქტებზე. ფიზიკურ დაზიანებებს ადასტურებს სახალხო დამცველიც.
ტერმინი “ლიბერალური ფაშიზმი” ოქსიმორონია – და ის არ ასახავს არანაირ რეალურ პოლიტიკურ იდეოლოგიასა და მიძრაობას. “ლიბერალიზმი” და “ფაშიზმი” ორი, ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკური ფილოსოფიაა.




























