მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიეტუვური ლოჯისტიკური კომპანია Girteka საქართველოში შემოდის და 300 სამუშაო ადგილს შექმნის

62985d3779423
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.22 10:46
2494
ლიეტუვური ლოჯისტიკური კომპანია Girteka საქართველოში შემოდის და 300 სამუშაო ადგილს შექმნის. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტში საუბარია მოზიდულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე (FDI-ზე), მათ შორის კომპანიებზე, რომლებმაც საქმიანობის საქართველოში გადმოტანის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილებები.

ანგარიშის მიხედვით, Girteka საქართველოში ბიზნეს პროცესების სერვისების შეთავაზების მიმართულებით დაიწყებს საქმიანობას.

“ევროპაში ყველაზე დიდი სატვირთო ფლოტის მფლობელმა ლიტვურმა კომპანია Girteka-მ გლობალური ბიზნეს სერვისების (GBS) ლოკაციად საქართველო აარჩია და 2023 წლის ბოლომდე 300 სამუშაო ადგილს შექმნის.

კომპანია გეგმავს, ევროპაში 10 ყველაზე დიდ ლოგისტიკურ კომპანიებს შორის მოხვდეს და საქართველო გაფართოვების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია,”- ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

Girteka ბალტიისპირეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ლოჯისტიკური კომპანიაა, ის 1996 წელს დაფუძნდა და ამჟამად კლიენტებს ძირითადად სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვების სერვისებს სთავაზობს. კომპანიის ავტოპარკი 9,000-ზე მეტი ტრაილერისგან შედგება, წლიურად კი 860,000 სატრაილერო გადაზიდვას უწევს ოპერირებას. Girteka 18,000 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები