მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლილო მოლის" ერთ-ერთ შენობაში ხანძარია

ხანძარი

"ლილო მოლის" ერთ-ერთ შენობაში ხანძარია.

როგორც „ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ხანძარი შენობის მეორე სართულზე რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა, თუმცა გავრცელების არეალისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ, ამ დროისთვის მას ინფორმაცია არ აქვს.

"ჩვენი ერთ-ერთი შენობის მეორე სართულზე ხანძარია, ამ ეტაპისთვის სახანძრო მუშაობს", - აღნიშნა კვარაცხელიამ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე 8 ბრიგადაა მობილიზებული და 5 ჯგუფი გზაშია. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები