მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიმასოლი - ხმელთაშუა ზღვისპირა "სათამაშო მოედანი" რუსი ოლიგარქებისთვის

62443a44ef85c
მარიამ ადამია
31.03.22 00:30
1820

ოქროს ქვიშა, სანაპირო, ხმელთაშუა ზღვა, ადგილობრივი სამზარეულო და მდიდარი კულტურა - ეს კვიპროსის მოკლე აღწერაა, რის გამოც ევროპელი დამსვენებელი შვებულებას სწორედ აქ გეგმავს. თუმცა ყოველთვის ასეთი მოწყობილი და მიმზიდველი არ იყო და ისტორიულად მრავალ დამპყრობელს გადაურჩა.  დღეს კი, ტერიტორიაზე  ძირითადად ბერძნულ-კვიპროსული თემი ცხოვრობს, მაგრამ ის ასევე ცნობილია რუსებით, რომელთა უმრავლესობა წლებია, ქვეყნის სამხრეთ სანაპიროზე, ქალაქ ლიმასოლში ცხოვრობს.

Business Insider-ის ცნობით, 2011 წელს, კვიპროსში 10.000-ზე მეტი რუსი ცხოვრობდა, დღეს კი, გამოცემა, The Guardian-ი წერს, რომ რაოდენობამ 40.000-ს გადააჭარბა, თუმცა World Population Review-ის მიხედვით, 40.000 რუსი, 1,2-მილიონიან კვიპროსში არც ისე ბევრია. პრობლემა არის ის, რომ 2017 წელს, როდესაც რუსმა ოლიგარქებმა კვიპროსში ჩასახლება, ცხოვრება და შრომა დაიწყეს, ეტაპობრივად, რუსული პოლიტიკური პარტია, რუსული ბიზნესი, ბანერები და რესტორნები გაჩნდა. ქალაქში მოქმედებს სამი რუსულენოვანი სკოლა და რადიოსადგურები, რომლებიც აუდიტორიას ახალ ამბებს, რუსულ ენაზე უზიარებენ. 

გარდა ამისა, ლიმასოლში, ქვეყნის პრეზიდენტმა, 2014 წელს, 26,5 მილიონ-დოლარიანი ნავმისადგომი იახტებისთვის გახსნა, რომელიც დღემდე მრავალ-მილიონიანი იახტებით არის სავსე. მათი უმრავლესობა კი, რუსებს ეკუთვნით. ასევე მათივე მფლობელობაშია ძვირად ღირებული ვილებიც. რაც შეეხება ტურიზმს, 2019 წელს, ანუ პანდემიამდე, კვიპროსის 3,9 მილიონი ტურისტიდან - 782,000 რუსი იყო. ხოლო მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვები 2020 და 2021 წლის ტურისტულ სეზონზე შემცირდა, რუსი ვიზიტორები მაინც ტურიზმის სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ. ამიტომაც, ქვეყნის ეკონომიკა, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთზე, ხოლო მიმდინარე ომი სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს მას. 

თავდაპირველად კვიპროსი ეწინააღმდეგებოდა რუსეთთან კავშირების გაწყვეტას. The Guardian-ის ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო გზების დახურვაზე უარი თქვა, თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიძაბა მდგომარეობა, კვიპროსმა პოზიცია შეცვალა და ის ახლა ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის უკრაინას, ხოლო პორტებში რუსეთის საზღვაო გემებს საწვავის შევსება აუკრძალა. გარდა ამისა, უახლესი მონაცემებით, 3000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი დროებით, კვიპროსმა შეიფარა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები